Monday, December 14, 2009

ინტერნეტ-ტელევიზია და ინტერნეტ-რადიო ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტში დამკვიდრება სულ უფრო ფართო მაშტაბებს იძენს.ისინიც კი,ვინც ტრადიციულ ტელემაუწყებლობასა და რადიომაუწყებლობაში მოღვაწეობენ,აღიარებენ რომ დროა საქმიანობაში გარკვეული სიახლეები და ინტერაქტიურობა შეიტანონ.
თანამედროვე მაყურებელს უკვე აღარ სჭირდება თანამგზავრული ანტენები თუ დეკოდირები,იმისათვის რომ სასურველ არხს უყუროს.ინტერნეტი დღეს უკვე ერთ-ერთი ის ეფექტური საშუალებაა,რომლის დახმარებითაც მას საშუალება ეძლევა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს მსოფლიოს სხვადასხვა მაუწყებლობებს.
დღესდღეობით,ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის,რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა.მართალია ამ ეტაპზე,საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს,თუმცა როგორც აღმოჩნდა,მომავლის ტელევიზიას ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა.
იმ გარემოებამ,რომ ინტერნეტი ყველაზე კარგი საშუალებაა თავისუფალი და ობიექტური ჟურნალისტური საქმიანობისათვის,განაპირობა კიდევ ერთი ქართული ინტერნეტ-ტელევიზიის gevision.tv-ის შექმნა.რომელიც უკვე სამი დღეა შეფერხებით მუშაობს.ამის მიზეზი კი ჰაკერების მიერ საიტის ყოველდღიური დავირუსებაა.თუმცა ტელევიზიის მესვეურები იმედს გამოთქვამენ,რომ მალე იგი განახლებული ფორმატით განაგრძობს მაუწყებლობას.
ინტერნეტ-ტელევიზია goli.ge ძირითადათ სპორტული თემებით შემოიფარგლება და სპორტის მოყვარულებს საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს.
ასევე საინტერესო ინტერნეტ-გარემოს ქმნის ინტერნეტ-ტელევიზია pirveli.com.ge.ეს ტელევიზია გვთავაზობს კინოფილმებს,გვაწვდის უახლოეს ამბებს და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებს.
radio.ge ერთ-ერთი წარმატებული ინტერნეტ-რადიო გახლავთ.სადაც შეგვიძლია,როგორც სიახლეების მოსმენა,ასევე ცნობილი მომღერლების ჰიტებისა.რადიოში შესვლისათვის სპეციალური პაროლია საჭირო.
ინტერნეტ-რადიო gelanyusa.com იტყობინება,რომ პირდაპირი ეთერი 20დეკემბრიდან განახლდება ახალი და გასართობი გადაცემებით.
ინტერნეტ-რადიო miracle.ge ასევე საშუალებას აძლევს ერთგულ მსმენელს მოუსმინოს საუკეთესო მელოდიებს.რადიოში ტარდება ინტერაქტივიც იმის შესახებ,თუ რა ტიპის მუსიკას მოუსმენდა მსმენელი დიდი სიამოვნებით.
bat.ge-ს 24სთ-ანი მაუწყებლობა აქვს.ეს ინტერნეტ-რადიო მელოდიებთან ერთად გვთავაზობს სხვადასხვა სახის თამაშებს და გასართობ საშუალებებს.
ინტერნეტ-რადიო teen.ge მთლიანად ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი.რადიო გვთავაზობს თანამედროვე მუსიკას და art-კაფეს.
თუ ასე გაგრძელდა ინტერნეტ ტელევიზიისა და რადიოს დანერგვა,უახლოეს მომავალში გაუტოლდება ინტერნეტ აუდიტორია სატელევიზიო აუდიტორიას.

No comments:

Post a Comment