Monday, January 25, 2010

'ქართველი ემიგრანტების საიტები'

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას.მათი ემიგრაციის მიზეზი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება.ზოგი მათგანი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო-სამუშაოდ მიდის,ზოგიერთი სწავლის მისაღებად,ნაწილი კი პროფესიაში საფუძვლიანად დამკვიდრების მიზნით.ქართველი ემიგრანტები უცხოეთში თავს შესანიშნავად იმკვიდრებენ და წარმატებებს აღწევენ.
ქართველმა ემიგრანტებმა სხვა წარმატებებთან ერთად ინტერნეტ-სივრცეც შესანიშნავად აითვისეს.ისინი ქმნიან საკუთარ ვებ-გვერდებს,რომლებიც სხვადასხვა შინაარსისა და დიზაინისაა.
ემიგრანტების საიტებიდან ყველაზე რეიტინგული გახლავთ-babajana.com.ეს საიტი საკმაოდ მრავალფეროვანია.საიტიდან შეგვიძლია ყველა სახის ახალი ამბების მიღება.ემიგრანტების ამ საიტზე განთავსებულია აგრეთვე ქართული ტელევიზიები-პირველი არხი,რუსთავი2,იმედი,მაესტრო და სხვადასხვა რადიო.ინტერნეტ-მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ქართული არხების ყურება და რადიოს მოსმენა.
ამ საიტზე არის აგრეთვე გასართობი საუალებები-ანეგდოტები,მუსიკალური კლიპები,ვიდეო,თამაშები,ჰოროსკოპი და სხვ.ვებ-გვერდძე ტარდება ფორუმი.ინტერნეტ-მომხმარებელს მარტივად შეუძლია ღია წერილის დატოვება და ამანათების გაგზავნა.საიტზე ვნახავთ,ასევე განცხადებესა და ვაკანსიებს.
ემიგრანტების საიტი despani.com ასევე საკმაოდ მრავალფეროვანია.საიტზე წარმოდგენილია-ტელევიზია,პრესა.საიტი ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი.ბავშვების ბლოგში მოთავსებულია ზღაპრების კრებული და სხვადასხვა თამაშები.ხელოვნების ბლოგში ვნახავთ სპექტაკლებსა და ფილმებს.ეკლესიის ბლოგიდან მომხმარებელს შეუძლია სულიერი განათლების მიღება,ბიბლიისა და სხვა ლოცვანის წაკითხვა.საიტზე განთავსებულია აგრეთვე სხვადასხვა სახის განცხადებები.
www.mrevli.org წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის ქართველი მრევლის ვებ-გვერდია.ეს საიტი ამერიკაში მყოფ ქართველებს უდიდეს სულიერ დახმარებას უწევს.

Monday, December 14, 2009

ინტერნეტ-ტელევიზია და ინტერნეტ-რადიო ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტში დამკვიდრება სულ უფრო ფართო მაშტაბებს იძენს.ისინიც კი,ვინც ტრადიციულ ტელემაუწყებლობასა და რადიომაუწყებლობაში მოღვაწეობენ,აღიარებენ რომ დროა საქმიანობაში გარკვეული სიახლეები და ინტერაქტიურობა შეიტანონ.
თანამედროვე მაყურებელს უკვე აღარ სჭირდება თანამგზავრული ანტენები თუ დეკოდირები,იმისათვის რომ სასურველ არხს უყუროს.ინტერნეტი დღეს უკვე ერთ-ერთი ის ეფექტური საშუალებაა,რომლის დახმარებითაც მას საშუალება ეძლევა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს მსოფლიოს სხვადასხვა მაუწყებლობებს.
დღესდღეობით,ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის,რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა.მართალია ამ ეტაპზე,საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს,თუმცა როგორც აღმოჩნდა,მომავლის ტელევიზიას ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა.
იმ გარემოებამ,რომ ინტერნეტი ყველაზე კარგი საშუალებაა თავისუფალი და ობიექტური ჟურნალისტური საქმიანობისათვის,განაპირობა კიდევ ერთი ქართული ინტერნეტ-ტელევიზიის gevision.tv-ის შექმნა.რომელიც უკვე სამი დღეა შეფერხებით მუშაობს.ამის მიზეზი კი ჰაკერების მიერ საიტის ყოველდღიური დავირუსებაა.თუმცა ტელევიზიის მესვეურები იმედს გამოთქვამენ,რომ მალე იგი განახლებული ფორმატით განაგრძობს მაუწყებლობას.
ინტერნეტ-ტელევიზია goli.ge ძირითადათ სპორტული თემებით შემოიფარგლება და სპორტის მოყვარულებს საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს.
ასევე საინტერესო ინტერნეტ-გარემოს ქმნის ინტერნეტ-ტელევიზია pirveli.com.ge.ეს ტელევიზია გვთავაზობს კინოფილმებს,გვაწვდის უახლოეს ამბებს და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებს.
radio.ge ერთ-ერთი წარმატებული ინტერნეტ-რადიო გახლავთ.სადაც შეგვიძლია,როგორც სიახლეების მოსმენა,ასევე ცნობილი მომღერლების ჰიტებისა.რადიოში შესვლისათვის სპეციალური პაროლია საჭირო.
ინტერნეტ-რადიო gelanyusa.com იტყობინება,რომ პირდაპირი ეთერი 20დეკემბრიდან განახლდება ახალი და გასართობი გადაცემებით.
ინტერნეტ-რადიო miracle.ge ასევე საშუალებას აძლევს ერთგულ მსმენელს მოუსმინოს საუკეთესო მელოდიებს.რადიოში ტარდება ინტერაქტივიც იმის შესახებ,თუ რა ტიპის მუსიკას მოუსმენდა მსმენელი დიდი სიამოვნებით.
bat.ge-ს 24სთ-ანი მაუწყებლობა აქვს.ეს ინტერნეტ-რადიო მელოდიებთან ერთად გვთავაზობს სხვადასხვა სახის თამაშებს და გასართობ საშუალებებს.
ინტერნეტ-რადიო teen.ge მთლიანად ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი.რადიო გვთავაზობს თანამედროვე მუსიკას და art-კაფეს.
თუ ასე გაგრძელდა ინტერნეტ ტელევიზიისა და რადიოს დანერგვა,უახლოეს მომავალში გაუტოლდება ინტერნეტ აუდიტორია სატელევიზიო აუდიტორიას.

Wednesday, December 9, 2009

ერთი საუკეთესო დღე ჩემი ცხოვრებიდან.

ყველა დღე თავისებურად გამორჩეული და დასამახსოვრებელია.თითოეული დღე გამოირჩევა თავისი სიახლეებით და სიურპრიზებით..მაგრამ არსებობს განსაკუთრებული დღეებიც ჩვენს ცხოვრებაში,რომლებიც სამუდამოდ რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში,როგორც საუკეთესო მოსაგონარი დღე.
ყველაზე საუკეთესო დღე,რომელიც რომელსაც სიამოვნებიდ ვიხსენებ ხოლმე იყო 2007წლის 20აგვისტო.ეს იყო დღე,როდესაც შევიტყვე,რომ გავხდი ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი.სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს,რაც მე იმ დღეს განვიცადე.ეს იყო ენით აუწერელი და დიდებული გრძნობა.
სწორედ ამ დღეს გავაცნობირე,თუ რას ნიშნავს ცოდნის ფასი.შეაბიჯო უმაღლეს სასწავლებელში-ჩემთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავდა,უმაღლესი განათლება ხომ ბევრად განსხვავდება სკოლის საშუალო განათლებისგან.
ეს იყო დღე,როცა ყურადღების ცენტრში ვიყავი,ყველა მილოცავდა სტუდენტობას,რაც დიდ სიამოვნებასა და სიამაყის გრძნობას მანიჭებდა.დღესაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე ამ დღეს,დღე რომელმაც ჩემი მომავალი საუკეთესოდ შეცვალა..

Monday, December 7, 2009

''ნარდის ტურნირი'' ჭავჭავაძის უნივერსიტეტში.

იწყება ''ნარდის ტურნირი'' მოყვარულთა შორის,ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მაშტაბით,როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის.ტურნირის ორგანიზატორები არიან:სტუდენტური თვითმართველობა და საქართველოს ნარდის ეროვნული ფედერაცია(სნეფი).
განცხადებები მიიღება 12დეკემბრამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა მიმართეთ სტუდენტურ თვითმართველობას c329 აუდიტორიაში,ან დაუკავშირდით ზვიად ამირანაშვილს შემდეგ ნომერზე-893 610-691.

Wednesday, December 2, 2009

ტელეკომპანია ’’იმედის’’ინტერნეტ გვერდი.


საქართველოში ბევრი წამყვანი ტელევიზია მაუწყებლობს.ყოველ მათგანს განსხვავებული საეთერო გარემო აქვს-გვაწვდიან ახალ ამბებს დროის უმოკლეს მონაკვეთში,გვთავაზობენ შემეცნებით და გასართობ პროგრამებს,პოლიტიკურ თოქ-შოუებს,მხატვრულ ფილმებს და ტელესერიალებს.
თითოეულ ტელეკომპანიას აკვს საკუთარი ინტერნეტ საიტი,საიდანაც მომხმარებელს შეეუძლია მიიღოს,როგორც ის ინფორმაცია რაც ტელრვიზიით შუქდება,ასევე განსხვავებული სახის ნიუსი.ტელეკომპანიათა ინტერნეტ გამოცემებს ბევრი უპირატესობა აქვთ.გამოირჩევიან არქივით,საიდანაც საზოგადოებას შეუძლია მიიღოს განვლილი დროის ინფორმაცია, უყუროს წინა დგის და თუნდაც წინა კვირის პროგრამებს ან სერიალებს.
ტელეკომპანია ’’იმედი’’ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტელე-არხია.’’იმედს’’ჰყავს როგორც დიდი რაოდენობით მაყურებელი,ისევე ინტერნეტ მომხმარებელი.
’’იმედის’’ ვებგვერდი საკმაოდ მრავალფეროვანია.ვიზუალური მხარე თვალში მოგვხვდება შესვლისთანავე. ვებგვერდი გვთავაზობს ტექნიკურ მონაცემებს, ფორუმებსა და ვაკანსიებს არხისგან განსხვავებით. ფორუმში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
იმედის საიტი გამოირჩევა ინფორმაციის დიდი მარაგის შენახვით. საიტზე სიახლეები არ ილევა.

Wednesday, November 25, 2009

აფრიკული ქორწილი



აფრიკულ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მეტად მრავალფეროვანია. ქორწინებით ქალი თავის ცხოვრებას ქმრის ოჯახს უკავშირებს. მას მოუწევს მათთან ერთად ცხოვრება. წყვილს შორის პრობლემას აგვარებს მთელი ოჯახი. მეუღლეები უნდა დაემორჩილონ ოჯახურ გადაწყვეტილებას. ქორწინება მოიცავს რამდენიმე სტადიას და საშუალებას აძლევს მომავალ მეუღლეებს კარგად გაიცნონ ერთმანეთი, სანამ საბოლოოდ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. პირველ ეტაპზე ოჯახები მოილაპარაკებენ გამოსასყიდზე, თუმცა ის აუცილებელი არ არის. საპატარძლოს ოჯახის გამოსასყიდს ეწოდება „ნსუა”. ქორწინების მთავარია მიზანი შთამომავლობის გაჩენაა, ამიტომ უშვილო წყვილის ქორწინება შეიძლება გაუქმდეს. ცერემონიის დღეს („იელი”) საპატარძლოს წარუდგენენ ოჯახს და მეგობრებს. მას მიაქვს ძღვენი მამამთილისთვის, რითაც გამოხატავს ახალი ოჯახისადმი თავის კუთვნილებას. დასავლეთ აფრიკაში არსებობს სხვადასხვა კასტა, რომელთა შორის ქორწინება დაუშვებელია.

ჩემი ოცნების ქალაქი


პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.