Monday, January 25, 2010

'ქართველი ემიგრანტების საიტები'

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას.მათი ემიგრაციის მიზეზი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება.ზოგი მათგანი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო-სამუშაოდ მიდის,ზოგიერთი სწავლის მისაღებად,ნაწილი კი პროფესიაში საფუძვლიანად დამკვიდრების მიზნით.ქართველი ემიგრანტები უცხოეთში თავს შესანიშნავად იმკვიდრებენ და წარმატებებს აღწევენ.
ქართველმა ემიგრანტებმა სხვა წარმატებებთან ერთად ინტერნეტ-სივრცეც შესანიშნავად აითვისეს.ისინი ქმნიან საკუთარ ვებ-გვერდებს,რომლებიც სხვადასხვა შინაარსისა და დიზაინისაა.
ემიგრანტების საიტებიდან ყველაზე რეიტინგული გახლავთ-babajana.com.ეს საიტი საკმაოდ მრავალფეროვანია.საიტიდან შეგვიძლია ყველა სახის ახალი ამბების მიღება.ემიგრანტების ამ საიტზე განთავსებულია აგრეთვე ქართული ტელევიზიები-პირველი არხი,რუსთავი2,იმედი,მაესტრო და სხვადასხვა რადიო.ინტერნეტ-მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ქართული არხების ყურება და რადიოს მოსმენა.
ამ საიტზე არის აგრეთვე გასართობი საუალებები-ანეგდოტები,მუსიკალური კლიპები,ვიდეო,თამაშები,ჰოროსკოპი და სხვ.ვებ-გვერდძე ტარდება ფორუმი.ინტერნეტ-მომხმარებელს მარტივად შეუძლია ღია წერილის დატოვება და ამანათების გაგზავნა.საიტზე ვნახავთ,ასევე განცხადებესა და ვაკანსიებს.
ემიგრანტების საიტი despani.com ასევე საკმაოდ მრავალფეროვანია.საიტზე წარმოდგენილია-ტელევიზია,პრესა.საიტი ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი.ბავშვების ბლოგში მოთავსებულია ზღაპრების კრებული და სხვადასხვა თამაშები.ხელოვნების ბლოგში ვნახავთ სპექტაკლებსა და ფილმებს.ეკლესიის ბლოგიდან მომხმარებელს შეუძლია სულიერი განათლების მიღება,ბიბლიისა და სხვა ლოცვანის წაკითხვა.საიტზე განთავსებულია აგრეთვე სხვადასხვა სახის განცხადებები.
www.mrevli.org წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის ქართველი მრევლის ვებ-გვერდია.ეს საიტი ამერიკაში მყოფ ქართველებს უდიდეს სულიერ დახმარებას უწევს.