Wednesday, December 9, 2009

ერთი საუკეთესო დღე ჩემი ცხოვრებიდან.

ყველა დღე თავისებურად გამორჩეული და დასამახსოვრებელია.თითოეული დღე გამოირჩევა თავისი სიახლეებით და სიურპრიზებით..მაგრამ არსებობს განსაკუთრებული დღეებიც ჩვენს ცხოვრებაში,რომლებიც სამუდამოდ რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში,როგორც საუკეთესო მოსაგონარი დღე.
ყველაზე საუკეთესო დღე,რომელიც რომელსაც სიამოვნებიდ ვიხსენებ ხოლმე იყო 2007წლის 20აგვისტო.ეს იყო დღე,როდესაც შევიტყვე,რომ გავხდი ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი.სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს,რაც მე იმ დღეს განვიცადე.ეს იყო ენით აუწერელი და დიდებული გრძნობა.
სწორედ ამ დღეს გავაცნობირე,თუ რას ნიშნავს ცოდნის ფასი.შეაბიჯო უმაღლეს სასწავლებელში-ჩემთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავდა,უმაღლესი განათლება ხომ ბევრად განსხვავდება სკოლის საშუალო განათლებისგან.
ეს იყო დღე,როცა ყურადღების ცენტრში ვიყავი,ყველა მილოცავდა სტუდენტობას,რაც დიდ სიამოვნებასა და სიამაყის გრძნობას მანიჭებდა.დღესაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე ამ დღეს,დღე რომელმაც ჩემი მომავალი საუკეთესოდ შეცვალა..

No comments:

Post a Comment