Wednesday, November 25, 2009

აფრიკული ქორწილი



აფრიკულ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მეტად მრავალფეროვანია. ქორწინებით ქალი თავის ცხოვრებას ქმრის ოჯახს უკავშირებს. მას მოუწევს მათთან ერთად ცხოვრება. წყვილს შორის პრობლემას აგვარებს მთელი ოჯახი. მეუღლეები უნდა დაემორჩილონ ოჯახურ გადაწყვეტილებას. ქორწინება მოიცავს რამდენიმე სტადიას და საშუალებას აძლევს მომავალ მეუღლეებს კარგად გაიცნონ ერთმანეთი, სანამ საბოლოოდ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. პირველ ეტაპზე ოჯახები მოილაპარაკებენ გამოსასყიდზე, თუმცა ის აუცილებელი არ არის. საპატარძლოს ოჯახის გამოსასყიდს ეწოდება „ნსუა”. ქორწინების მთავარია მიზანი შთამომავლობის გაჩენაა, ამიტომ უშვილო წყვილის ქორწინება შეიძლება გაუქმდეს. ცერემონიის დღეს („იელი”) საპატარძლოს წარუდგენენ ოჯახს და მეგობრებს. მას მიაქვს ძღვენი მამამთილისთვის, რითაც გამოხატავს ახალი ოჯახისადმი თავის კუთვნილებას. დასავლეთ აფრიკაში არსებობს სხვადასხვა კასტა, რომელთა შორის ქორწინება დაუშვებელია.

ჩემი ოცნების ქალაქი


პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

Monday, November 16, 2009

რუსული საიტები აგვისტოს ომის შესახებ.


2008წლის 8აგვისტოს ჩვენს ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდა თავს.რუსეთმა მოულედნელათ წამოიწყო ომი საქართველოს წინააგმდეგ.სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არ იყო მომზადებული ამ ომისთვის.რაც სავალალო შედეგებში აისახა.ომის შედეგად,დაკარგული ტერიტორიების სიას კიდევ ერთი ტერიტორია მიემატა,დაიგუპა უამრავი ადამიანი და ასევე ათასობით მოსახლე დარჩა უსახლკაროდ-ცის ქვეშ,ცარიელი ხელების ამარა.საბედნიეროდ გაჭირვების ჟამს მრავალი ქვეყანა ამოუდგა მხარში ჩვენს ქვეყანას,რომელთა შემწეობითაც დევნილები უზრუნველყოფილნი იქნენ საკუთარი სახლებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით.
აგვისტოს ომის მოვლენებს აშუქებდა მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ტელეარხი.ომთან დაკავშირებული ნიუსები ყოველდღიურად იდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ-გვერდებზე.
იმისათვის რომ გამერკვივნა თავად რუსულენოვანი საიტები როგორ მიმოიხილავდნენ ამ მოვლენებს,ვესტუმრე რამოდენიმე რუსული საიტის არქივს.ეს საიტებია-www.russia.ru,www.gazeta.ru,www.lenta.ru და www.news.ru.როგორც დაკვირვებამ მიჩვენა lenta.ru-ს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული არქივი არ აქვს შემონახული.მისგან განზხვავებით,russia.ru საკმაოდ ვრცელ და ინტენსიურ ინფორმაციას გვაწვდის ომთან დაკავშირებით.ამ საიტზე მოცემულია როგორც ნიუსები,ასევე ცნობილთა მოსაზრებები ომის მოვლენებზე.
gazeta.ru-ც საკმად ამომწურავ და ინფორმაციულად დატვირთულ სტატიებს გვთავაზობს აგვისტოს ომის შესახებ.დაახლოებით 10მდე ნიუსსა და 7სტატიას მოიცავს საერთო ჯამში.
gazeta.ru-სგან და russia.ru-სგან განსხვავებით news.ru შედარებით ნაკლებ ინფორმაციას გვთავაზობს ომთან დაკავშირებულს.თანაც ეს ინფორმაციები არაა ისე ვრცლად გადმოცემული,როგორც წინა საიტებში იყო.მიუხედავად ამისა,ინფორმაციის მიღება მაინც შეიძლება.
ამ მიმოხილვამ მიჩვენა,რომ რუსული საიტები საკმაოდ ინტენსიურად აშუქებდნენ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.

Wednesday, November 11, 2009

პრეზიდენტის ვიზიტი

მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში


miSaპარასკევს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
"მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.

7204პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.