Monday, October 19, 2009


ძველად ადამიანები ახალი წლის მოსვლას მარტში აღნიშნავდნენ. საფრანგეთში კი ახალი წელი 25 დეკემბერს მოდიოდა. ადამიანები ერთმანეთს ძვირფასს საჩუქრებს ჩუქნიდნენ და თავისი ქვეყნის მოედანზე იკრიბებოდნენ. 1654 წელს მეფე კარლ IV-ის ბრძანებით ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს დააწესეს. ახალი წლის ღამე არა მხოლოდ ინახავს საიდუმლოებებს, არამედ გვანებივრებს სიურპრიზებითაც. წელს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ახალ წელს პოლიციელები თოვლის ბაბუის ფორმაში გამოჩნდებიან, რომლებიც მოქალაქეებს დაასაჩუქრებენ. გაუმართლებს იმ ნასვამ მძღოლებს, ვინც ახალ წელს მოძრაობის წესებს დაარღვევს. მათ პოლიციელი თოვლის ბაბუები კი არ დააჯარიმებენ, არამედ დაასაჩუქრებენ.

ყოველ ახალ წელს ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება კარგად შეხვდნენ მის მოსვლას, რომ ბედნიერი წელი დაებედოთ. ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ თუ როგორ შეიძლება ფინანსურად წარმატებული გავხადოთ მომავალი წელიწადი. 31 დეკემბრამდე ფული ასესხეთ თქვენს მეგობრებს და 31-ში ღამით პირდაპირ საახალწლო მაგიდასთან დაიბრუნეთ. როგორც ვარსკვლავები და მათთან დაახლოებული პირები გვპირდებიან, ფული მთელი წლის განმავლობაში გვექნება, ხოლო მათ ვისაც ვალის აღება არ სურს, თუნდაც სიმბოლურად საახალწლო ღამეს აუცილებლად ააგდეთ ხურდა ფული ჰაერში და თუ ისე დაჯდა რომ “რეშკა” მაღლა აღმოჩნდა, გაგიმართლებთ.

No comments:

Post a Comment