Wednesday, October 14, 2009

სორბონის უნივერსიტეტი


სორბონის კოლეჯი ( ფრანგ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად.
თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.
სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის საპატივცემლოდ 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.
ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.

No comments:

Post a Comment