Wednesday, November 11, 2009

პრეზიდენტის ვიზიტი

მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში


miSaპარასკევს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
"მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.

7204პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.

No comments:

Post a Comment